ნავთობპროდუქტები

OPEC+-ის შეთანხმება 2022 წლის ბოლომდეა ძალაში

“OPEC+”-ის ქვეყნების კვოტა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით 1 აგვისტოდან კიდევ 648 ათასი ბარელით/დღეში იზრდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის დადგენილ ლიმიტთან შედარებით დაბალი იქნება. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპრტიორთა კავშირი” იუწყება. ივნისის თვის დასაწყისში “OPEC+”-ის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება მოპოვების კვოტების ოდნავ დაჩქარებულ ზრდასთან დაკავშირებით – 432 ათასი ბარელის/დღეში ნაცვლად გადაწყდა მათი გაზრდა 648 ათასი ბარელით/დღეში, ამასთან ერთდროულად ორი თვით – ივლისსა და აგვისტოში. ივლისში ეს გადაწყვეტილება ...

Read More »

რუსეთი და საუდის არაბეთი “OPEC +”-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ

რუსეთი და საუდის არაბეთი აპირებენ გააგრძელონ თანამშრომლობა “OPEC +”-ის ფარგლებში, ისინი ყველაფერს გააკეთებენ სანავთობო ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკისა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის პრინც აბდელ აზიზა ბენ სალმან ალ საუდის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „შეხვედრის დროს ცალკე იქნა განხილული ნავთობის გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი მტკიცედ ...

Read More »

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის დაზღვევის სრულად აკრძალვა დროებით გადადეს

დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა ბრიტანულ კომპანიებს, დააზღვიონ ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში გადააქვთ, სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირმაც. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნის საფრთხის გამო მიიღეს. შეგახსენებთ, ლონდონმა და ბრიუსელმა ჯერ კიდევ მაისში მოილაპარაკეს, რომ სრულად აკრძალავდნენ საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის დაზღვევას. ბრიტანეთმა ამ აკრძალვის ამოქმედება ...

Read More »

The Independent – ბრიტანული გემები რუსეთს ნავთობის მიწოდებაში ეხმარებიან

მიუხედავად მოსკოვის მიმართ დაწესებული დასავლეთის სანქციებისა, ბრიტანული ხომალდები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის თანახმად, ბრიტანულმა გემებმა მაისში მინიმუმ ორჯერ დატოვეს ნავსადგურები, რათა დახმარებოდნენ რუსული ნავთობის გადატანას ერთი ტანკერიდან მეორეზე. მათ სპარსეთის ყურესა და სინგაპურში 165 ათასი ტონა მთლიანი მოცულობის ნავთობი გადაიტანეს, აღნიშნავს გაზეთი. აღნიშნულია, რომ ეს მარაგი არის საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დაეხმარა ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  29 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.67 (+3.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.70 (+5.28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობს

ნავთობის ფასების ზრდა უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ვარდნა, რადგან მიწოდების შეზღუდვა აჭარბებს ნებისმიერ რისკს მოთხოვნილებისათვის. Shell-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ ვან ბერდენის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ამჟამინდელი დონიდან უფრო სავარაუდოა ნავთობის ფასი ზრდა, ვიდრე შემცირება. მოთხოვნილების აღდგენა სრულად არ განხორციელებულა, ხოლო მიწოდება ნამდვილად შეზღუდულია“, – აღნიშნავს ის. ოპეკისა და აშშ-ის ფიქალის ნავთობის მწარმოებლების მიერ მიწოდების გაზრდის პოტენციალი შეზღუდულია,  ხოლო სანქციების გავლენა რუსეთის ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოს თვიდან 2022 წლის ივლისის თვემდე ირანმა  ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა – თითქმის 4 მილიონ ბარელამდე/დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის მინისტრის ჯავად ოუჯის განცხადებით, მოპოვების ზრდა მიღწეული იქნა არსებული ჭაბურღილების შეკეთების, ახლის ბურღვისა და მათი დამუშავების წყალობით. ეკონომიკურ საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენლის აჰსან ხანდუზის განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 580%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ ...

Read More »
მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში წარმოებულმა ნავთობმა 5.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 500%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 მაისი – 0.9 ათასი ტ). ამ პერიოდში ნავთობის ექსპორტმა 4.7 ათასი ტ. შეადგინა. ექსპორტი კი შემცირებულია 80%-ით (2021 მაისი – 12 ათასი ტ). მაისში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 18.7%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან ნავთობის იმპორტმა 111.4 ათასი ტ. შეადგინა, წელს ეს რიცხვი ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქეთი მიწისქვეშა გაზსაცავებს აფართოებს

გაფართოების პროექტი სილივრის მიწისქვეშა საცავს ევროპაში ბუნებრივი აირის უმსხვილეს საცავად გადააქცევს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს. სილივრის მიწისქვეშა საცავი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მას სახელმწიფო კომპანია, BOTAŞ მართავს. ტერიტორიის დათვალიერების დროს დონმეზმა ხაზი გაუსვა, რომ საცავის სიმძლავრის გაზრდა თურქეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამჟამად სილივრის საცავს 3,2 მილიარდი კუბურ მეტრ გაზის ...

Read More »

რატომ გაიზარდა რუსეთიდან საწვავის იმპორტი – ლექვინაძის განმარტება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილზე 30-60 თეთრით ნაკლებია. მისი განმარტებით, ამითაა განპირობებული რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა. „რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია, ეს გამოწვეულია იმით, რომ დაახლოებით, 30-60 თეთრიანი სხვაობაა თვითღირებულებაში ამ ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტსა და სხვა ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტს შორის. როცა საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე იაფი პროდუქტი – ძალიან ბევრი ფაქტორის ...

Read More »