ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოს თვიდან 2022 წლის ივლისის თვემდე ირანმა  ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა – თითქმის 4 მილიონ ბარელამდე/დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ნავთობის მინისტრის ჯავად ოუჯის განცხადებით, მოპოვების ზრდა მიღწეული იქნა არსებული ჭაბურღილების შეკეთების, ახლის ბურღვისა და მათი დამუშავების წყალობით.

ეკონომიკურ საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენლის აჰსან ხანდუზის განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 580%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გაზის ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში ირანს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მოუტანა, რაც მთელი გასული წლის შემოსავლის ტოლფასია. ირანს აქვს მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი გაზის საბადოები, ძირითადად გაზი გამოიყენება შიდა საჭიროებისთვის. ქვეყნისთვის მთავარ ბაზრებს წარმოადგენს ერაყი და თურქეთი.

Leave a Reply