OPEC+-ის შეთანხმება 2022 წლის ბოლომდეა ძალაში

“OPEC+”-ის ქვეყნების კვოტა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით 1 აგვისტოდან კიდევ 648 ათასი ბარელით/დღეში იზრდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის დადგენილ ლიმიტთან შედარებით დაბალი იქნება. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპრტიორთა კავშირი” იუწყება.

ივნისის თვის დასაწყისში “OPEC+”-ის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება მოპოვების კვოტების ოდნავ დაჩქარებულ ზრდასთან დაკავშირებით – 432 ათასი ბარელის/დღეში ნაცვლად გადაწყდა მათი გაზრდა 648 ათასი ბარელით/დღეში, ამასთან ერთდროულად ორი თვით – ივლისსა და აგვისტოში. ივლისში ეს გადაწყვეტილება დადასტურებულ იქნა. ამრიგად, აგვისტოში ამოწურულ იქნება მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები 9,7 მილიონი ბარელით/დღეში, რომელიც მიღებულია 2020 წლის მაისიდან COVID-19 პანდემიის პერიოდში. OPEC+-ის შეთანხმება ძალაშია 2022 წლის ბოლომდე.

თუმცა, კოალიციის ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მოპოვების დადგენილ გეგმას: მაისში ბაზარმა მიიღო 2,8 მილიონ ბარელზე ნაკლები დღეში (ნავთობის მსოფლიო მოთხოვნილების დაახლოებით 3%).  IEA-ს მონაცემებით, ივნისში, ეს მაჩვენებელი იქნება 2,77 მილიონი ბარელი/დღეში.

OPEC+-ის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 2022 წლის 3 აგვისტოს, სადაც გადაწყდება სექტემბრისთვის მოპოვების ოდენობის საკითხი .

Leave a Reply