მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში წარმოებულმა ნავთობმა 5.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 500%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 მაისი – 0.9 ათასი ტ).

ამ პერიოდში ნავთობის ექსპორტმა 4.7 ათასი ტ. შეადგინა. ექსპორტი კი შემცირებულია 80%-ით (2021 მაისი – 12 ათასი ტ).

მაისში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 18.7%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან ნავთობის იმპორტმა 111.4 ათასი ტ. შეადგინა, წელს ეს რიცხვი 132.2 ათას ტონამდე გაიზარდა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply