რუსეთი და საუდის არაბეთი აპირებენ გააგრძელონ თანამშრომლობა “OPEC +”-ის ფარგლებში, ისინი ყველაფერს გააკეთებენ სანავთობო ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკისა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის პრინც აბდელ აზიზა ბენ სალმან ალ საუდის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„შეხვედრის დროს ცალკე იქნა განხილული ნავთობის გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი მტკიცედ ემხრობიან OPEC +-ის შეთანხმების მიზანს საბაზრო სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მიწოდებისა და მოთხოვნილების ბალანსის აღსადგენად”- ნათქვამია განცხადებაში.
3 აგვისტოს რუსეთი და საუდის არაბეთი მიიღებენ მონაწილეობას OPEC+-ის შეხვედრაში, სადაც ქვეყნები განიხილავენ შეთანხმების მონაწილე მხარეების მოპოვების დონეებზე.