Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობს

ნავთობის ფასების ზრდა უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ვარდნა, რადგან მიწოდების შეზღუდვა აჭარბებს ნებისმიერ რისკს მოთხოვნილებისათვის. Shell-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ ვან ბერდენის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ამჟამინდელი დონიდან უფრო სავარაუდოა ნავთობის ფასი ზრდა, ვიდრე შემცირება. მოთხოვნილების აღდგენა სრულად არ განხორციელებულა, ხოლო მიწოდება ნამდვილად შეზღუდულია“, – აღნიშნავს ის.

ოპეკისა და აშშ-ის ფიქალის ნავთობის მწარმოებლების მიერ მიწოდების გაზრდის პოტენციალი შეზღუდულია,  ხოლო სანქციების გავლენა რუსეთის სანავთობო ინდუსტრიასთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე არ გამოვლენილა, დასძინა მან.

„ენერგომატარებლების ბაზრებზე მიწოდება საკმარისი არ არის“, – განაცხადა ვან ბერდენმა. მოპოვება იქნება შეზღუდული, ხოლო ფასები ცვალებადი  არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ მომავალ წელსაც, აღნიშნა მან.

Leave a Reply