ნავთობპროდუქტები

ბელორუსი ნავთობის ტრანზიტის ტარიფს ზრდის

სს „გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები ბელორუსის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანზიტული ტრანსპორტირებისთვის 1 თებერვლიდან 7,4%-ით იქნება ინდექსირებული. როგორც ბელოსუსული მედია იუწყება, აღნიშნული გათვალისწინებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 19 იანვრის No7 ბრძანებულებით. გარდა ამისა, ხსენებული რეზოლუცია ითვალისწინებს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდას ქვეყნის შიდა მარშრუტიებზე იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2022 წელს ბელორუსში პროგნოზირებულ სამრეწველო ფასების ინდექსს.

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა – გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

ნავთობის ფასი ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. ორშაბათს 31 იანვარს Brent-ს მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა $91-ს, WTI-ს ღირებულებამ კი $87-ს გადააჭარბა. 2014 წლის შემდეგ პირველად შავი ოქროს ფასი შესაძლოა ისევ სამნიშნა მაჩვენებლით განისაზღვროს, რაც საქართველოში საცალო ფასზე აუცილებლად აისახება. ნავთობის გაიაფება სწორედ 2014 წელს დაიწყო და ივნისში მაშინ როცა ბარელი ჯერ კიდევ $110 ღირდა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 იყო. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 94 აშშ დოლარს გადასცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,6 %-ით, 1,49 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 94,66 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,71 %-ით, 0,67 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

2021 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 2.4%-ით გაიზარდა

ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვებამ გასულ წელს თითქმის 199 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2,4%-ით მეტია წლიური მონაცემებით. სააგენტო “სინხუა”-ს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ეს მოცულობა 4%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მხოლოდ დეკემბრის თვეში ქვეყანაში მოპოვებულ იქნა 16,47 მლნ ტონა ნედლი ნავთობი, რაც 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მონაცემების მიხედვით, გასულ ...

Read More »

აშშ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 13,4 მილიონი ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო გამოათავისუფლებს დამატებით 13,4 მილიონ ბარელ ნავთობს თავისი სტრატეგიული მარაგებიდან, უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” „დღეს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ დაამტკიცა 13,4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის შვიდი დამატებითი გაცვლა სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან გამოსათავისუფლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. მარაგების გაშვება გადანაწილდება შვიდ კომპანიას შორის: Shell შეისყიდის 4,2 მლნ ბარელს, Trafigura – 3 მლნ ბარელს, Phillips 66 Company ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,34 (- 0,62)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86,61  (-  0,74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რომ არა ლარის გამყარება, საწვავი ნახტომისებურად გაძვირდებოდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი  ძალიან ძვირდება. მსოფლიო ბირჟებზე ერთი ბარელი ნაბვთობის ღირებულებამ თითქმის 91 დოლარს მიაღწია. ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სპეციალისტების მოლოდინი გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა. ამის გათვალიწინებით კი, საქართველოზე გავლენა უდავოდ უარყოფითი იქნება და ფასები ქვეყნის შიგნითაც მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარების გზას ადგას.  საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავ 94 აშშ დოლარს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,94%-ით, 2,68 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,84 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,19 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,3 მილიონი ბარელით  და შეადგინა  247,92 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,8 მილიონი ბარელით და შეადგინა  125,15 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »