აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,19 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,3 მილიონი ბარელით და შეადგინა 247,92 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 2,8 მილიონი ბარელით და შეადგინა 125,15 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.