ბელორუსი ნავთობის ტრანზიტის ტარიფს ზრდის

სს „გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები ბელორუსის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანზიტული ტრანსპორტირებისთვის 1 თებერვლიდან 7,4%-ით იქნება ინდექსირებული.

როგორც ბელოსუსული მედია იუწყება, აღნიშნული გათვალისწინებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 19 იანვრის No7 ბრძანებულებით.

გარდა ამისა, ხსენებული რეზოლუცია ითვალისწინებს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდას ქვეყნის შიდა მარშრუტიებზე იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2022 წელს ბელორუსში პროგნოზირებულ სამრეწველო ფასების ინდექსს.

Leave a Reply