2021 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 2.4%-ით გაიზარდა

ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვებამ გასულ წელს თითქმის 199 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2,4%-ით მეტია წლიური მონაცემებით. სააგენტო “სინხუა”-ს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ეს მოცულობა 4%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მხოლოდ დეკემბრის თვეში ქვეყანაში მოპოვებულ იქნა 16,47 მლნ ტონა ნედლი ნავთობი, რაც 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტმა 513 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 5,4%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

Leave a Reply