აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავ 94 აშშ დოლარს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,94%-ით, 2,68 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.

ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,84 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Leave a Reply