პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives ...

Read More »

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ვენაში მოლაპარაკების ფონზე განაცხადა, რომ ირანს სურს ბირთვული ენერგია და არა – იარაღი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანს სჭირდება ბირთვული ენერგია და არა – იარაღი. ეს მან თქვა მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებაში გაჩენილი გარღვევის ნიშნების ფონზე. კომენტარებში, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაიცა 17 თებერვალს, შეურიგებელმა ხამენეიმ, რომელიც სრულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ირანში, განაცხადა, რომ თეირანმა “ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს” და რომ “ადრე თუ ...

Read More »

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელმა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, საქართველოს მდებარეობას, ქვეყნის სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. საუბრისას განიხილეს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოების მზარდი დინამიკა. მთავრობის მეთაურმა FTX Crypto Derivatives Exchange-ის ...

Read More »

უკრაინა მზადაა, 2023 წელს რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებს გამოეყოს

უკრაინა ტექნიკურად მზად არის, 2023 წელს სრულად ინტეგრირდეს ევროპულ ენერგოსისტემასთან და ამით უარი თქვას რუსეთისა და ბელარუსის სისტემებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უმაღლეს რადაში განაცხადა. “ტექნიკურად, ჩვენ თითქმის 100%-ით მზად ვართ, შევუერთდეთ ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს 2023 წელს. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა შეაფასეს ENTSO-E-სთან სინქრონიზაციის სარგებელი და ეს ყოველწლიურად $1,5 მილიარდს ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოსთვის”,- განაცხდა შმიჰალმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაცია ...

Read More »

სანქციების საფრთხის გამო, ევროპასა და აზიაში რუსული ნავთობის შესყიდვაზე თავს იკავებენ

აზიასა და ევროპაში რუსული ნავთობის მყიდველები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინის ირგვლივ შესაძლო ესკალაციის გამო, იწყებენ თავიანთი გეგმების გადახედვას და ლოტების შესყიდვის გადადებას, იმის შიშით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სანქციების ხაფანგში მოხვდებიან. რუსული ნავთობის Urals, ფასი ევროპაში მკვეთრად დაეცა სხვა ბრენდებთან შედარებით და ბოლო ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურ შემცირებას მიაღწია: თითოეული ბარელი Brent-ზე თითქმის 4 დოლარით ნაკლები ღირს. წლის დასაწყისში საპირისპირო ...

Read More »

საფრანგეთი: ირანმა ბირთვული შეთანხმების პირობები უნდა მიიღოს

ირანს დღეები აქვს დარჩენილი, რომ დაეთანხმოს ბირთვული შეთანხმების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა. “ეს რამდენიმე კვირის საკითხი არ არის, დღეების ამბავია. მათ მკაფიო არჩევანი აქვთ – ან სერიოზული კრიზისის დაწყება მომდევნო დღეებში, ან შეთანხმების პირობების მიღება და ყველა მხარის ინტერესების პატივისცემა.” – აღნიშნა მინისტრმა საფრანგეთის სენატში საუბრისას. 2015 ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი: ევროკავშირი გაუმკლავდება რუსული გაზის მიწოდების შემცირებას

რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტა ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის – ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ზომები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოდელები რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეფერხების ან შემდგომი შემცირების შემთხვევაში, რაც ევროკავშირს აქვს, აჩვენებს, რომ თანამეგობრობა “საკმაოდ უსაფრთხო სიტუაციაშია”. გარდა ამისა, ევროკავშირმა განიხილა თხევადი და ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო გაზრდა აშშ-სთან, ყატართან, ...

Read More »

ალიევმა და სტოლტენბერგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

სამშაბათს, 15 თებერვალს, ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „კარგი სატელეფონო საუბარი გამართა“ პრეზიდენტ ალიევთან. „ჩვენ რეგიონული უსაფრთხოება და უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხები განვიხილეთ. ასევე შევეხეთ ამ მოვლენების გავლენებს ენერგეტიკულ ბაზრებზე. მე მადლობა გადავუხადე ...

Read More »

შეთანხმება ახლოსაა ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ახლოსაა” შეთანხმება, რომლითაც უნდა აღდგეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება – რაც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებით გამოვიდა 14 თებერვალს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ხელშეკრულების აღდგენის მთავარ პირობად ირანი კვლავ სანქციების მოხნას ასახელებს ...

Read More »

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. „პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, ...

Read More »