უკრაინა მზადაა, 2023 წელს რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემებს გამოეყოს

უკრაინა ტექნიკურად მზად არის, 2023 წელს სრულად ინტეგრირდეს ევროპულ ენერგოსისტემასთან და ამით უარი თქვას რუსეთისა და ბელარუსის სისტემებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა უმაღლეს რადაში განაცხადა.

“ტექნიკურად, ჩვენ თითქმის 100%-ით მზად ვართ, შევუერთდეთ ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს 2023 წელს. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა შეაფასეს ENTSO-E-სთან სინქრონიზაციის სარგებელი და ეს ყოველწლიურად $1,5 მილიარდს ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოსთვის”,- განაცხდა შმიჰალმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაცია გაზრდის უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ოპერატორი, NPC Ukrenergo 24-26 თებერვალს დაიწყებს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მუშაობის ტესტირებას რუსეთისა და ბელარუსის ენერგეტიკული სისტემებისგან იზოლირებულ რეჟიმში.

იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა არის ტესტი, რომელიც ტარდება უკრაინული IPS-ის კონტინენტური ევროპის ENTSO-E ენერგოსისტემასთან სინქრონიზაციისთვის. ტესტი უნდა ჩატარდეს ორ ეტაპად: ზამთარსა და ზაფხულში.

იზოლირებულ რეჟიმში ტესტირება და უკრაინის ენერგოსისტემის სამომავლო სინქრონიზაცია კონტინენტური ევროპის ენერგოსისტემასთან განხორციელდება მოლდოვის ენერგოსისტემასთან ერთიან საკონტროლო ერთეულში. ტესტის შედეგები საფუძვლად დაედება ENTSO-E გადაწყვეტილებას უკრაინის და მოლდოვის ენერგოსისტემებთან პარალელურ მუშაობაზე გადასვლის შესახებ.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply