პოზიცია

ბორელი: 1 მილიარდი ევროთი დავეხმარეთ უკრაინას, რუსეთს ამდენივეს ყოველდღიურად ენერგიისთვის ვუხდით

“1 მლრდ ევრო მივეცით უკრაინას, ამდენივეს ყოველდღე ვუხდით პუტინს ენერგორესურსებში”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა, კოლოსალურია სხვაობა რუსეთის ენერგორესურსებში გადახდილ თანხებს შორის. „ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება, ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, ...

Read More »

Deutsche Bank-ის დირექტორი რუსული ენერგიის აკრძალვას არ ემხრობა

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი შეუერთდა გერმანელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკოსების მზარდ სიას, რომლებიც რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. “გერმანიას, რომელიც უკვე ებრძვის მზარდ ინფლაციას, სიტუაციის შემდგომი გაუარესება დაემუქრება, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი ან მიწოდება შეწყდება. გერმანიაში აშკარა რეცესია, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება”,- განაცხადა სევინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან ქვეყნის მთავარი საბანკო ლობის ხელმძღვანელის ...

Read More »

“უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება”

„უკრაინა რუსეთს ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან გააძევებს. ეს არის ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება“, – განაცხადა “უკრენერგოს” ბორდის თავმჯდომარემ, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ უკრაინის რადიოს პირდაპირ ეთერში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სინქრონიზაციამ პოლონურ ENTSO-E-სთან გზა გაუხსნა ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებში და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ...

Read More »

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის. „ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივია, ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის ...

Read More »

დავით ჩიხელიძე: დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღევანდელი მოცემულობით ზოგადად მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგი ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა. სწორედ მთავრობის და ირაკლი ღარიბაშვილის სწორი მუშაობის შედეგია, რომ დღეს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ფასების ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდა 24 თებერვლის შემდეგ პერიოდზე მოდის, ხოლო მაქსიმუმი უკვე მარტის მეორე ნახევარში ფიქსირდება, ისევე როგორც ჩვენთან, რაც უკრაინის ომის ზეგავლენის პირდაპირ კორელაციაზეც მიუთითებს

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე განმარტავს რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საწვავის ფასებზე. ამ თემას მან Facebook-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა. „2008 წლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, ნავთობის ღირებულებამ 107 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო აპრილის ფიუჩერსებმა 120 აშშ დოლარს. შესაბამისად, იზრდება ნავთობპროდუქტების ღირებულებაც. ბოლო პერიოდში ტონა დიზელი 50%-ით, ბენზინი კი 30%-ით არის გაძვირებული. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გაურკვევლობა ამ ომის განვითარების და ხანგრძლივობის შედეგებზე განაპირობებს იმას, ...

Read More »

გიორგი ტატიშვილი: ენერგომატარებლებზე სტაბილური სიტუაცია განპირობებულია იმ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომელიც საქართველოს მთავრობასა და „სოკარს“ შორისაა გაფორმებული

სტაბილური სიტუაცია განპირობებულია იმ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომელიც საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარს“ შორისაა გაფორმებული, – ამის შესახებ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპაში ენერგომატარებლების, მათ შორის აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გამოიწვია. არსებულ ფონზე კი საქართველოში სტაბილური სიტუაციაა. „ეს სტაბილური სიტუაცია განპირობებულია იმ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ...

Read More »

იოსებ არჩვაძე: მსოფლიოს 99 ქვეყანასთან შედარებით საქართველოში ბენზინი იაფია, მათ შორის აშშ-თან შედარებით – 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ, 38%-ით

მსოფლიოს ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად, არანაკლები ეკონომიკური და ფინანსური ასპექტიც გააჩნია. აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი სახის პროდუქციის ფასების ზრდა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ფასების ზრდა ენერგორესურსებზე: ნავთობსა და გაზზე, – ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ, გლობალური ...

Read More »
რა დაუჯდება ბიუჯეტს დენის ტარიფის სუბსიდირება

ვახტანგ ჭარაია: რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ენერგობაზარი მნიშვნელოვნად არია

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგომომმარაგებელია, მისმა ომმა უკრაინაში და მასზე დაწესებულმა უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა მნიშვნელოვნად არია მსოფლიო ენერგობაზარი. ერთი მხრივ, წნეხი აძვირებს ენერგორესურსებს და ამით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთის რესურსებზე სრულიად უარის თქმა დასავლეთის მხრიდან ენერგორესურსს, სავარაუდოდ, ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე აიყვანს. ფასების ზრდა კი სენსიტიურია როგორც განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე, განვითარებული ქვეყნებისათვის და ...

Read More »