სტაბილური სიტუაცია განპირობებულია იმ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომელიც საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარს“ შორისაა გაფორმებული, – ამის შესახებ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპაში ენერგომატარებლების, მათ შორის აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა გამოიწვია. არსებულ ფონზე კი საქართველოში სტაბილური სიტუაციაა.
„ეს სტაბილური სიტუაცია განპირობებულია იმ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომელიც საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარს“ შორისაა გაფორმებული. იგი არის საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი – 90%-ზე მეტი აზერბაიჯანიდან შემოდის“, – განაცხადა ტატიშვილმა.