ბორელი: 1 მილიარდი ევროთი დავეხმარეთ უკრაინას, რუსეთს ამდენივეს ყოველდღიურად ენერგიისთვის ვუხდით

“1 მლრდ ევრო მივეცით უკრაინას, ამდენივეს ყოველდღე ვუხდით პუტინს ენერგორესურსებში”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა, კოლოსალურია სხვაობა რუსეთის ენერგორესურსებში გადახდილ თანხებს შორის.

„ჩვენ უკრაინას 1 მილიარდი ევრო მივეცით, შეიძლება, ბევრად მოგვეჩვენოთ, მაგრამ 1 მილიარდი ევრო არის ის თანხა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუხდით პუტინს ენერგიისთვის, რომელთაც ის ჩვენ გვამარაგებს. ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მათ 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, შეადარეთ 1 მილიარდი, რომელიც უკრაინას მივეცით შეიარაღებაში და ეს გიგანტური სხაობა“, – განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ “თანხებს შორის ეს სხვაობა ხაზს უსვამს გადაწყტილებებში ცვლილებების აუცილებლობას”.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის მთავარი ამოცანა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა.

ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაიში მიმდინარე ომის ფონზე ევროკავშირს სამი მიზანი ამოძრავებს. ესენია: რუსეთის იზოლირება, საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება და ის, რომ უკრაინაში ომი არ გადაიზარდოს “ცივ ომში”.

“ჩვენ გავაგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და უკრაინელი ხალხის დახმარებას თავდაცვაში“, – განაცხადა ბორელმა.

Leave a Reply