Deutsche Bank-ის დირექტორი რუსული ენერგიის აკრძალვას არ ემხრობა

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი შეუერთდა გერმანელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკოსების მზარდ სიას, რომლებიც რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ.

“გერმანიას, რომელიც უკვე ებრძვის მზარდ ინფლაციას, სიტუაციის შემდგომი გაუარესება დაემუქრება, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი ან მიწოდება შეწყდება. გერმანიაში აშკარა რეცესია, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება”,- განაცხადა სევინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან ქვეყნის მთავარი საბანკო ლობის ხელმძღვანელის სტატუსით ისაუბრა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply