“უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება”

„უკრაინა რუსეთს ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან გააძევებს. ეს არის ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება“, – განაცხადა “უკრენერგოს” ბორდის თავმჯდომარემ, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ უკრაინის რადიოს პირდაპირ ეთერში.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სინქრონიზაციამ პოლონურ ENTSO-E-სთან გზა გაუხსნა ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებში და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის პირველი ექსპორტი პოლონეთში ENTSO-E-სთან სინქრონიზაციის შემდეგ, რადგან, მისი სიტყვებით, აღნიშნული არის პირველი გადაგმული ნაბიჯი ბაზრების გაერთიანებისა და უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული სექტორების დეკარბონიზაციისკენ.

კუდრიცკიმ დაამატა, რომ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი ნიშნავს უკრაინელებისთვის დამატებით შემოსავალს, რომელიც მოხმარდება  ელექტრო ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარებისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპაში ელექტროენერგიის ჰაბი.

Leave a Reply