ინფრასტრუქტურა

ამერიკული კომპანია პოლონეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ამერიკული კომპანია Westinghouse Electric პოლონეთში პირველი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. აღნიშნული სიახლის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტი Westinghouse Nuclear სანდო და უსაფრთხო ტექნოლოგიას გამოიყენებს“, – წერს მორავეცკი სოციალურ ქსელში. მან დაადასტურა გადაწყვეტილება ნახშირბადის მოხმარების შემცირებისა და ნახშირზე უარის თქმის შესახებ ქვეყანაში. Westinghouse კონკურენციას უწევდა კორეულ სახელმწიფო კომპანიას, Korea Hydro Nuclear Power-ს, რომელმაც განაცხადი აპრილში ...

Read More »

რუსეთი: ბრიტანეთი ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაადანაშაულა. აქამდე, მოსკოვს ოფიციალური განცხადება იმაზე, თუ ვინ იდგა ჩრდილოეთის ნაკადების გაზსადენების დაზიანების უკან, არ გაუვრცელებია. ასევე, რუსეთის მტკიცებით, 29 ოქტომბერს შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევის მომზადებაში მონაწილე უკრაინის 73-ე საზღვაო ოპერაციების სპეციალური ცენტრის სამხედრო მსახურების წვრთნა ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის დაზვერვის ცნობით, ორივე შემთხვევაში ...

Read More »

ოკუპანტებმა უკრაინაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დილიდან უკრაინაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს, მათ შორის, აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალსა და ოდესის ოლქში ნოვოდნესტროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულია, რომ ამჟამად დნეპროჰესის შენობები ცეცხლის ალშია გახვეული. წინასწარი ინფორმაციით, კაშხლის ტერიტორიაზე ქვესადგური დაზიანდა. ზაპოროჟიეში ელექტრომომარაგება შეფერხდა. თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ასევე მოხდა კიროვოგრადის ოლქის კრემენჩუგის ჰიდროელექტროსადგურზე. ის ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადში მესამე საფეხურს წარმოადგენს.

Read More »

IAEA: სპეციალისტები ამ კვირაში შეამოწმებენ რუსეთის განაცხადს, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება

გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის დამოუკიდებლად შეამოწმებს რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება. IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ, განაცხადა 27 ოქტომბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით, დასძენს იგი. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ...

Read More »

ირანული წარმოების დრონებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა

რუსეთის დაბომბვის მიუხედავად, ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრებ უკრაინელთა უმეტესობას წასვლა არ სურს. ბახმუტის მოსახლეობასაც საკუთარ ტერიტორიაზე დარჩენა ურჩევნია. რუსი სამხედროების მუდმივი შეტევის ფონზე, უკრაინელი სამხედროები ხერსონს კიდევ უფრო მეტად უახლოვდებიან. მოსკოვი კი საარტილერიო და დრონებით შეტევას აძლიერებს. „ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი ცის დამცველებმა ურჩ მტერს ქვეყნის შიგნით შეღწევაში ხელი  შეუშალეს და ჩამოყარეს 23 ირანული წარმოების ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო კვალს უკრაინაში მდებარე ორ ბირთვულ ობიექტზე შეისწავლიან. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ინსპექტორები შეეცდებიან, მიაკვლიონ ნებისმიერი სახის ბირთვული საქმიანობისა და მასალის კვალს, რომლის შესახებაც უკრაინამ ინფორმაცია დამალა და შეიძლება, იყოს დაკავშირებული ე.წ. ბინძური ბომბის მომზადებასთან. „როგორც კი ჩვენი შემოწმება დასრულდება, ჩვენს შედეგებს შევაფასებთ და მათ შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებთ ისე, როგორც მიღებული პრაქტიკა ...

Read More »

ზელენსკი: ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ

ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „რთული დღეა. ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ. მთავარია გულში სინათლე შევინარჩუნოთ. ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, ყველა უკრაინელისთვის მთავარი ...

Read More »

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები “პათოლოგიური მატყუარები არიან”, სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორციელებს ტერაქტებს საცხოვრებელი რაიონების და ...

Read More »

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″ ტექნიკურად გამოუსადეგარია

გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის  გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა. პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება “სოციალ-დემოკრატების”, “თავისუფალი დემოკრატების” და ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავი დაიწვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, 26 ოქტომბერს, გვიან საღამოს ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-თან განაცხადა, რომ რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი, უკრაინული ჯარების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

Read More »