რუსმა ოკუპანტებმა დილიდან უკრაინაში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს, მათ შორის, აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეში დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალსა და ოდესის ოლქში ნოვოდნესტროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე.
ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ამჟამად დნეპროჰესის შენობები ცეცხლის ალშია გახვეული. წინასწარი ინფორმაციით, კაშხლის ტერიტორიაზე ქვესადგური დაზიანდა. ზაპოროჟიეში ელექტრომომარაგება შეფერხდა.
თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ასევე მოხდა კიროვოგრადის ოლქის კრემენჩუგის ჰიდროელექტროსადგურზე. ის ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადში მესამე საფეხურს წარმოადგენს.