გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია.
სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა.
პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება “სოციალ-დემოკრატების”, “თავისუფალი დემოკრატების” და “მწვანეების” კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.