ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რთული დღეა. ბარბაროსები ჩვენს ენერგეტიკას ურტყამენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბნელეს მამაცურად და ღირსეულად დავძლევთ. მთავარია გულში სინათლე შევინარჩუნოთ. ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი. დარწმუნებული ვარ, ყველა უკრაინელისთვის მთავარი სინათლე სამშობლოა და ამიტომ უკრაინა გაიმარჯვებს ომში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.