ამერიკული კომპანია პოლონეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

ამერიკული კომპანია Westinghouse Electric პოლონეთში პირველი ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. აღნიშნული სიახლის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ბირთვულ-ენერგეტიკული პროექტი Westinghouse Nuclear სანდო და უსაფრთხო ტექნოლოგიას გამოიყენებს“, – წერს მორავეცკი სოციალურ ქსელში.

მან დაადასტურა გადაწყვეტილება ნახშირბადის მოხმარების შემცირებისა და ნახშირზე უარის თქმის შესახებ ქვეყანაში.

Westinghouse კონკურენციას უწევდა კორეულ სახელმწიფო კომპანიას, Korea Hydro Nuclear Power-ს, რომელმაც განაცხადი აპრილში შეიტანა. ვარშავა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფრანგულ კომპანიასთანაც.

„ამ პროექტში აშშ-სთან პარტნიორობა ყველასათვის ხელსაყრელია: ჩვენ შეგვიძლია, გადავლახოთ კლიმატური კრიზისი, გავაძლიეროთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გავაღრმაოთ ამერიკულ-პოლონური ურთიერთობა,“ – წერს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

2022 წლის ბოლომდე იგეგმება ტექნოლოგიის შერჩევა პირველი სამი რეაქტორისთვის.

წყარო: kvira.ge

Leave a Reply