IAEA: სპეციალისტები ამ კვირაში შეამოწმებენ რუსეთის განაცხადს, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება

გაეროს ბირთვული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარე კვირაში ის დამოუკიდებლად შეამოწმებს რუსეთის განაცხადს იმის შესახებ, თითქოს უკრაინაში “ბინძური ბომბი” მზადდება.

IAEA-ის სპეციალისტები უკრაინაში ორ ადგილას იმუშავებენ, განაცხადა 27 ოქტომბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. სპეციალისტების გაგზავნა თავად უკრაინამ ითხოვა წერილობით, დასძენს იგი.

რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს, რომ ის “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად ემზადება და აცხადებს, რომ იარაღი უკვე დამზადების ბოლო ფაზაშია. კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები გადაჭრით უარყოფენ ამ ბრალდებას და აღნიშნავენ, რომ რუსეთი ამ თემაზე, შესაძლოა, ალაპარაკდა იმიტომ, რომ თავად ემზადება ასეთი იარაღის გამოსაყენებლად და შემდეგ ამის უკრაინისთვის დასაბრალებლად. ეს მოსკოვს მისცემს საფუძველს გაამართლოს კონვენციური ბირთვული იარაღის გამოყენება.

“ბინძურ ბომბს” უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply