ინფრასტრუქტურა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ღამით სიტუაცია დაიძაბა, დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის. დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. 27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათთან რჩებიან

“რიონის ხეობის მცველები” რჩებიან გუმათთან აღმართულ რკინის ჯებირებთან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ასე გამოხატავდნენ. ჯებირების მეორე მხარეს სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ავტომანქანებს.

Read More »

რიონის ხეობის მცველები ENKA-ს გზებს უკეტავენ, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს

რიონის ხეობის მცველები რიონის ხეობაში ჩავიდნენ და ნამახვანჰესთან მისასვლელი ორივე გზა გადაკეტეს, რათა ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ვეღარ გააგრძელოს. “გადაიკეტა ხეობა, გავნაწილდით და ნაწილი ზემოდან შემოსასვლელს გადაკეტავს, ნაწილი ჩავკეტავთ აქ. ანუ სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მანამ სანამ ყველა ის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, რაც აქციებზე ვთქვით. ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ, რომ გზა არ გაიხსნას. ყოველდღიურად იქნება იმდენი ადამიანი, რამდენიც ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებშია”

„ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტების გაჩერება და დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი მტრების, ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იგი მოუწოდებს პროტესტის ორგანიზატორებს, რომ მონაწილეობა მიიღონ დიალოგის ფორმატებში. „რას ემსახურება „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ეს პროტესტი და ხომ არ არის ის მიმართული პროექტისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ?! ვინაიდან ამ ტიპის პროექტების გაჩერება და მისი დაბლოკვა ერთადერთი ჩვენი ...

Read More »

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს

ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია შეიძლება სრულყოფილი არ იყო. ამაზე პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს ეთხოვათ, რომ უშუალოდ თვითონ ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის რეჟიმში მუდმივად იყვნენ. „ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. კომუნიკაცია არსებობდა, მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია ენერგოდამოუკიდებლობის, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის მოხმარების ნებისმიერი თანამედროვე პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაძლიერებას ემსახურება. არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე პრემიერმა სამართლიანი პასუხები გასცა. არჩილ თალაკვაძე პროტესტის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში და გაიმართოს საგნობრივი დისკუსია. „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ...

Read More »

„არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა თბილისში მიმდინარე აქციის შეფასებისას ამბობს, რომ ამგვარი საკითხები არა ქუჩაში, არამედ ექსპერტების ჩართულობით წყდება: „არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი იყოს, მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს ...

Read More »

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან. “ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ...

Read More »

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც ...

Read More »

ENKA-ს დირექტორი: ღია ვართ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება

“ამას ყველა ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო და ეს ცალსახა იყო. თვითნ კომუნიკაცია ხეობაში შედგა, რადგან შედეგიც დააყენა, იმიტომ რომ 35 მილიონი იქნა გადახდილი  267 ოჯახისთვის 276 დან. ერთ ოჯახთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით. მე არ მინახავს პროექტი საიდანაც გამოსავალი არ არსებოსბ. ღია ვართ ჩვენ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება… დავსხდეთ ვისაუბროთ. ამ რეჟიმში ვერ მოხდება საუბარი” ...

Read More »