ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ღამით სიტუაცია დაიძაბა, დაკავებულია 8 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის.

დემონსტრანტები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდენ. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. უწყების ინფორმაციით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

27 მაისს, შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების განცხადებით, “დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები”.

Leave a Reply