ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია შეიძლება სრულყოფილი არ იყო. ამაზე პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს ეთხოვათ, რომ უშუალოდ თვითონ ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის რეჟიმში მუდმივად იყვნენ.
„ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. კომუნიკაცია არსებობდა, მათ შორის არაერთი ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრა იყო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს. ჩვენ შეიძლება ულტიმატუმების ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასდროს, არცერთი მიმართულებით, არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. გადაწყვეტილება მხოლოდ დიალოგის გზით მიიღება, უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს ვესაუბროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.