ალტერნატიული ენერგია

SOCAR შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

კომპანიები Alpiq, EW Höfe და SOCAR Energy Switzerland ფროიენბახში 10 მგვტ სიმძლავრის ელექტროლიზის ქარხნის აშენებას  გეგმავენ. კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, ქარხანა ექსპლუატაციაში  2022 წლის ბოლოსთვის შევა და დასრულებისთანავე იგი წელიწადში დაახლოებით 1000-1200 ტონა მწვანე წყალბადს გამოიმუშავებს, რათა  ნულოვანი ემისიების გამოყოფა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ნარჩენების სითბო მიეწოდება ახლადშექმნილ რეგიონულ გამათბობელ ქსელს. ამ გზით, ქარხანა შექმნის ახალ სტანდარტებს საერთო ეფექტურობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შვეიცარიაში ...

Read More »

ჩინეთმა განახლებადი მწვანე წყალბადის მეგაპროექტი დაამტკიცა

ჩინეთის შიდა მონღოლეთის რეგიონმა ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტი დაამტკიცა, რომელიც მზის ენერგიასა და ქარს მწვანე წყალბადის წარმოებისთვის გამოიყენებს. წყალბადის ენერგიის ხელშეწყობის ასოციაციის განცხადებით, ქარხნების ჯგუფი ქალაქ ორდოსსა და ბაოტუში, გამოიყენებენ 1.85 გიგავატ მზის ენერგიას და 370 მეგავატ ქარს, წელიწადში 66,900 ტონა მწვანე წყალბადის წარმოებისთვის. მოსამზადებელი სამუშაოები ოქტომბერში, ხოლო უშუალოდ პროექტი 2023 წელს დაიწყება. პროექტი, რომელიც გამოიმუშავებს საკმარის წყალბადს, რომ შეცვალოს დაახლოებით ...

Read More »

მწვანე ეკონომიკა და წყალბადი

თუ ჩვენ გვსურს, რომ 2050 წლისთვის გარემოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე შევამციროთ, ევროპამ ენერგოგენერაციის სრულიად ახალი გზა უნდა იპოვოს. დიდი ხანია, წყალბადზე ენერგეტიკის დარგი დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ხელშესახები შედეგი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, მალე ეს მდგომარეობა შეიცვლება. გერმანიაში მუშაობს ტექნოლოგიური კომპანია Hydrogenious, რომელიც ევროპას, დიდი ალბათობით,  ნახშირორჟანგის შემცირების სრულიად ახალ შესაძლებლობას მისცემს. ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ წყალბადი მომავლის საწვავია. გერმანული ...

Read More »

ევროკავშირის ენერგოწარმოებაში მზის ელექტროენერგიის წილმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

2021 წლის ივნის-ივლისში, მზის ელექტროენერგიის წილმა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამომუშავებულ მთლიან ელექტროენერგიაში 10%-ს მიაღწია. ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის თანახმად, აღნიშნული არის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ”ენერგეტიკული კვლევითი სააგენტო Ember-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებში, მზის პანელებმა პირველად გამოიმუშავეს წარმოებული ელექტროენერგიის მეათედი ევროკავშირის 27 ქვეყანაში” – განაცხადა კვლევთმა ცენტრმა. გარდა ამისა, ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში ...

Read More »

ჩინეთი გეგმავს შეაგროვოს მზის ენერგია კოსმოსში და გაგზავნოს დედამიწაზე

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა ახალი სამეცნიერო გარღვევის შესახებ, რომელიც კოსმოსიდან მზის ენერგიის მოპოვების პროგრამის შემუშავებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის საბოლოო მიზანი ორბიტაზე მომუშავე ელექტროსადგურების შექმნაა, რომლებიც შეაგროვებენ მზის ენერგიას 24 საათის განმავლობაში, გადააქცევენ მას ტალღებად და გადასცემენ დედამიწაზე მიმღებებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქსელთან. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, 2021 წლის ბოლოს, ხსენებულ პროგრამის ფარგლებში, დაიწყება ენერგიის ტალღების შორ დისტანციებზე გადაცემის პირველი ექსპერიმენტები. იტყობინება South ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

თურქეთში მზის ენერგიის გამოყენება გაიზარდა, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია

მზის ენერგიის წილი თურქეთის მთლიან ელექტროენერგიის სიმძლავრეში ივლისის ბოლოსთვის 7.5%–მდე გაიზარდა, თუმცა ქვეყანას მზის ენერგიის ათვისების გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია. მიმდინარე წელს თურქეთმა მზის ენერგიის გამოყენებით დამატებით 658 მეგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავა და ქვეყნის მთლიანი მზის ენერგიის სიმძლავრემ 7,325 მეგავატი შეადგინა, რაც განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრის 14%–ია. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ელექტროენერგიის უმეტესობა განახლებადი ენერგიით იწარმოება. ივლისის ბოლოსთვის თურქეთის ელექტროენერგიის მთლიანი ...

Read More »

IKEA განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს

მსოფლიოში ავეჯის უმსხვილესი ბრენდი, IKEA საოჯახო მეურნეობებზე განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს, რასაც კომპანია სექტემბრიდან შვედეთის ბაზარზე დატესტავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. Ingka Group, რომელიც მსოფლიოში IKEA-ს მაღაზიების უმეტესი ნაწილის მფლობელია, აცხადებს, რომ ოჯახები შეძლებენ, შეიძინონ ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგია მზისა და ქარის პარკებიდან და მათ გამოყენებას აპლიკაციის საშუალებით თვალყური ადევნონ. Ingka Group-ის პარტნიორი Svea Solar-ია, რომელიც IKEA- სთვის მზის პანელებს აწარმოებს. Svea ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

აზერბაიჯანში მზის ენერგიის წარმოება 16%-ზე მეტით გაიზარდა, ქარის კი – 11.8%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა მომსახურება გაუწია 1 მილიარდ 404.6 მილიონი მანათის ღირებულების ელექტროენერგიისა და ორთქლის წარმოებას, განაწილებასა და მიწოდებას. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხსენებულ სფეროში 2.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 10.7%-ით და შეადგინა 240 მილიონი მანათი. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა აწარმოა 14 მილიარდ 868,8 მილიონი ...

Read More »
"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

2023 წლიდან კალიფორნიაში სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება სავალდებულო იქნება

კალიფორნიის ენერგეტიკულმა კომისიამ (CEC) ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მშენებარე სახლებზე მზის პანელების დამონტაჟებას ავალდებულებს. დოკუმენტის თანახმად, ყველა სახელმწიფო დეველოპერს 2023 წლიდან კომერციულ შენობებზე პანელების განთავსება მოეთხოვება . შტატის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს კალიფორნიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ახალი კანონპროექტი, სახელწოდებით “2022 წლის ენერგოკოდექსი”, ვრცელდება ყველა კომერციულ შენობაზე, იუწყება Eletreck. ხსენებული სია მოიცავს სასტუმროებს, ოფისებს, ჯანდაცვის ობიექტებს, კინოთეატრებს, საცალო ...

Read More »

BP: მწვანე წყალბადის წარმოების გასაზრდელად ავსტრალია იდეალური ადგილია

ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტის, British Petroleum-ის განცხადებით, წყალბადისა და ამიაკის განახლებადი ენერგიის წყაროების დახმარებით წარმოება უკვე ტექნიკურად განხორციელებადია ავსტრალიაში. BP-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთ ავსტრალიის შტატი იდეალური ადგილია განახლებადი ენერგიის დიდი მასშტაბებით განვითარებისათვის, რისი დახმარებითაც წყალბადისა და ამიაკის წარმოება იქნება შესაძლებელი. წარმოებული პროდუქცია კი როგორც შიდა ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, ისე ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებსაც დაექვემდებარება. საერთაშორისო ენერგიის სააგენტო წყალბადს მრავალმხრივი ...

Read More »