მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა მომსახურება გაუწია 1 მილიარდ 404.6 მილიონი მანათის ღირებულების ელექტროენერგიისა და ორთქლის წარმოებას, განაწილებასა და მიწოდებას.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხსენებულ სფეროში 2.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 10.7%-ით და შეადგინა 240 მილიონი მანათი.
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა აწარმოა 14 მილიარდ 868,8 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აქედან, 14 მილიარდ 411.2 მილიონი კვტ/სთ იყო კომერციული ელექტროენერგია, რაც 4.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
აღნიშნული მონაცემებიდან 858.1 მილიონი კვტ/სთ მოდის ჰიდროელექტროსადგურების წარმოებაზე, რაც 13.3%-ით მეტია წინა წელის მაჩვენებელთან შედარები, ხოლო, 13 მილიარდ 467.6 მილიონი კვტ/სთ – თბოელექტროსადგურების წარმოებაზე, ხსენებული 3.8%-ით აღემატება 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა 54 მილიონი კვტ/სთ ქარის ენერგია აწარმოა, 11.8%-ით ნაკლები, ვიდრე 2020 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში.
იანვარ-ივლისში ქვეყანამ აწარმოა 31.5 მილიონი კვტ/სთ მზის ენერგია, აღნიშნული 16.2%-ით მეტია გასული წლის პირველ შვიდი თვის მაჩვენებელზე.
ნინო სამადაშვილი