"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

2023 წლიდან კალიფორნიაში სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება სავალდებულო იქნება

კალიფორნიის ენერგეტიკულმა კომისიამ (CEC) ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მშენებარე სახლებზე მზის პანელების დამონტაჟებას ავალდებულებს. დოკუმენტის თანახმად, ყველა სახელმწიფო დეველოპერს 2023 წლიდან კომერციულ შენობებზე პანელების განთავსება მოეთხოვება . შტატის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს კალიფორნიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

ახალი კანონპროექტი, სახელწოდებით “2022 წლის ენერგოკოდექსი”, ვრცელდება ყველა კომერციულ შენობაზე, იუწყება Eletreck. ხსენებული სია მოიცავს სასტუმროებს, ოფისებს, ჯანდაცვის ობიექტებს, კინოთეატრებს, საცალო და სასურსათო მაღაზიებს, ასევე რესტორნებსა და სკოლებს. მარეგულირებლებმა გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ ორ შემთხვევაში: სამშენებლო კომპანიები არ არიან ვალდებულები დაამონტაჟონ მზის პანელები საცხოვრებელი კორპუსებსა და სპეციალური სამთავრობო უწყებების შენობებზე.

აღნიშნული ინიციატივის საბოლოო მიზანა 2050 წლისთვის სახელმწიფოს ყველა შენობა გამოეთიშოს ბუნებრივი აირის ქსელს და მთლიანად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე.

მარეგულირებელი კომისიის გამოთვლებით, საცხოვრებელი სახლები და კერძო ბიზნესი კალიფორნიის ელექტროენერგიის თითქმის 70%-ს მოიხმარს და პასუხისმგებელია შტატის CO2 გამონაბოლქვის მეოთხედზე. ახალი გეგმა შეამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს 1.5 მილიარდი დოლარით და ასევე შეამცირებს CO2-ის ემისიას 10 მილიონი მ/ტონით 30 წლის განმავლობაში.

კანონპროექტი წარედგინა კალიფორნიის სამშენებლო სტანდარტების კომისიას (CBSC). ეს უკანასკნელი განიხილავს მას 2021 წლის დეკემბერში. CBSC-ის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. დეველოპერები და მათი კონტრაქტორები მიიღებენ ზუსტად ერთ წელს ახალ პირობებში სამუშაოდ მოსამზადებისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply