ალტერნატიული ენერგია

შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე

Experto Consulting-ი VERGNET-ს განახლებადი ენერგიის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა VERGNET Group-თან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. კომპანიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე. Vergnet არის წამყვანი გლობალური განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია, რომელსაც მაღალეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი სუფთა ენერგიის პროექტების დასრულებული სახით ჩაბარების გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Vergnet-ი არის ქარის ენერგიის ტურბინების ერთადერთი მწარმოებელი ...

Read More »
“ჩალიკ ჯეორჯია ვინდისმა" მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი დაიწყო

“ჩალიკ ჯეორჯია ვინდისმა” მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი დაიწყო

ნიგოზა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურების ფარგლებში სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” ძალებით დაიწყო 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი. სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით თურქული კომპანია ენისოლარი ახორციელებს 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს შიდა ქართლის რეგიონში – სოფელ ნიგოზასთან და იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თითო პროექტისთვის დამონტაჟდება ორი მეტეო ანძა. ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე შეისწავლის ქარის ძირითად ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

გერმანიაში, ქარის ტურბინები აქტიურად მონტაჟდება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დღეს, ქვეყანაში 25 000-ზე მეტი ქარის ტურბინა მუშაობს. ბოლო პერიოდში, მოძველებული მოწყობილობების უტილიზაციის საკითხი გამწვავდა იმიტომ, რომ მათი დატოვება არა არის მომგებიანი. ასევე, მეორეს მხრივ, ქარის ტურბინების დემონტაჟი არის საკმაოდ ძვირი. ეს პრობლემა აქტუალური, მათ შორის იმის გამოც გახდა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით 20 წლის ტურბინები ექვემდებარება დემონტაჟს ან განახლებას. ...

Read More »
პომიდორი - მწვანე ენერგიის ახალი წყარო

პომიდორი – მწვანე ენერგიის ახალი წყარო

ამერიკელი მეცნიერები ფლორიდაში უპრეცენდენტო საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ, პომიდორისგან მწვანე ენერგიის გამომუშავებაზე. მათი აზრით, პომიდორი ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ფლორიდის შტატში პომიდვრის ნარჩენებისგან იმდენი ენერგიის გამომუშვება შეიძლება, რაც Disney World-ის კომპლექსს, თემატურ პარკს, გოლფის მოედნებსა და სავაჭრო ცენტრებს სამი თვის მანძილზე ეყოფა. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 396 000 ტონა პომიდორი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც გარემოს სერიოზულ ...

Read More »
მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

თბილისის მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟებისთვის კვლევას აწარმოებს. როგორც “ბიზნესკონტაქტს” მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, კვლევის ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, მზის ენერგიის ასათვისებლად შესაბამისი სისიტემების მონტაჟი კი სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწება. “კვლევა გვაჩვენებს, რომელ უბენბში იქნება ეფექტური ამ სისტემების გამოყენება. თავდაპირველად, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მზის პანელები რომელიმე საბავშვო ბაღის სახურავზე დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქში რამდენიმე ადგილზე ღამის განათების სისტემები ჩაირთვება, ...

Read More »
იაპონიაში წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა დაიწყო

იაპონიაში წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა დაიწყო

იაპონიაში, შეზღუდულად, მაგრამ უკვე იყიდება Honda წყალბადზე მომუშავე ავტომობილები Honda Clarity აღჭურვილია წყალბადის ავზით, 70 მპა წნევის ქვეშ. ავტომობილის ძრავის სიმძლავრე შეადგენს 174 ცხ.ძ-ს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს. ამ ეტაპზე, აღნიშნული ტიპის/წყალბადზე მომუშავე მანქანები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისა და საჯარო ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც გარკვეული მხარდამჭერი ღონისძიებები გაატარეს წყალბადის ტრანსპორტის განვითარებისთვის. მწარმოებლის განცხადებით, წყალბადის მანქანები, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე 2016 ...

Read More »
უსადენო ნათურა რომელიც მობილურსაც ტენის და 11 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ

უსადენო ნათურა რომელიც მობილურსაც ტენის და 11 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ

ინოვაციური ნათურა FLYTE-ის, გამოყენება შეგიძლიათ სახლში, ოფისში ან ნებისმიერ სასურველ ადგილას. უჩვეულო მოწყობილობა სხვა სანათებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას ჰარში გაჩერება შეუძლია. FLYTE ორი ტექნოლოგიის – მაგნიტური ლევიტაციისა და ინდუქციას შეჯერების შედეგად შექმნეს. ობიექტი, პრაქტიკულად, უწყვეტად და თავისუფლად ბრუნავს სივრცეში. რაც მთავარია ის არ საჭიროებს არანაირ ელემენტს და უკაბელოდ, ინდუქციის საშუალებით, პირდაპირ ჰაერში ანათებს. FLYTE -ს გააჩნია დახვეწილი დიზაინი, მისი ...

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

აზერბაიჯანში, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ხორციელდება რიგი პროექტები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნატიგ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში, აზერბაიჯანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს. ” – თითოეულ ქვეყანას, ენერგორესურსების გამოყენებისათვის უნდა ჰქონდეს საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა. აზერბაიჯანი, ტრადიციულად ნავთობისა და გაზის მწარმოებელია. 100 წლის წინაც აზერბაიჯანი მოიპოვებდა ნავთობს მექნიკური საშუალებებით და ახლაც, ქვეყანას აქვს საკმარისი რეზერვები, რომ ...

Read More »
გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს. წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება. გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება. ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს. წყარო: ენერგოპლატფორმა

Read More »
ჩალიკ ჯეორჯია ვინდიმ გორში ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა დაიწყო

ჩალიკ ჯეორჯია ვინდიმ გორში ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა დაიწყო

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნიგოზა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურების ფარგლებში სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდისმა”  80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი დაიწყო. შიდა ქართლში მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით თურქული კომპანია „ენისოლარი“ ახორციელებს. თითო პროექტისთვის დამონტაჟდება ორი მეტეო ანძა. ფონდის ცნობით, ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე შეისწავლის ქარის ძირითად პარამეტრებს, რის საფუძველზეც მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება. წყარო: ...

Read More »