იაპონიაში, შეზღუდულად, მაგრამ უკვე იყიდება Honda წყალბადზე მომუშავე ავტომობილები
Honda Clarity აღჭურვილია წყალბადის ავზით, 70 მპა წნევის ქვეშ. ავტომობილის ძრავის სიმძლავრე შეადგენს 174 ცხ.ძ-ს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს. ამ ეტაპზე, აღნიშნული ტიპის/წყალბადზე მომუშავე მანქანები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისა და საჯარო ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც გარკვეული მხარდამჭერი ღონისძიებები გაატარეს წყალბადის ტრანსპორტის განვითარებისთვის.
მწარმოებლის განცხადებით, წყალბადის მანქანები, ამერიკისა და ევროპის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდება.
მთავარი განსხვავება Honda Clarity-სა და სხვა “ეკოლოგიურ ავტომობილებს” შორის არის ის, რომ Honda Clarity-ი აღჭურვილია სპეციალური გენერატორით, ე.წ. Power Exporter 9000, რომელიც მუშაობს წყალბადზე. იგი შეიძლება გამოყენებული იქნება, როგორც პორტატული გენერატორი და მისი გამოყენება შეიძლება სახლში სათადარიგო ენერგიის წყაროდ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო კვლევის თანახმად, წყალბადის ავტომობილები ნაკლებად ეფექტური და ეკოლოგიურია, ვიდრე ელექტრომობილები, მაგრამ უფრო მძლავრი მახასიათებლები გააჩნია. ეს ჩანს Honda Clarity-ს მახასიათებლებშიც. მაგალითად, ავტომობილი “ერთჯერადი დატენვით” გადის 750 კმ-ს, ხოლო დღეისათვის ყველაზე სწრაფი Tesla-ს მოდელის ელექტრომობილი გადის მაქსიმუმ 434 კმ-ს.