ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნიგოზა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურების ფარგლებში სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდისმა” 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი დაიწყო.
შიდა ქართლში მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით თურქული კომპანია „ენისოლარი“ ახორციელებს.
თითო პროექტისთვის დამონტაჟდება ორი მეტეო ანძა.
ფონდის ცნობით, ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე შეისწავლის ქარის ძირითად პარამეტრებს, რის საფუძველზეც მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება.
წყარო: gbc.ge