უსადენო ნათურა რომელიც მობილურსაც ტენის და 11 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ

უსადენო ნათურა რომელიც მობილურსაც ტენის და 11 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ

ინოვაციური ნათურა FLYTE-ის, გამოყენება შეგიძლიათ სახლში, ოფისში ან ნებისმიერ სასურველ ადგილას. უჩვეულო მოწყობილობა სხვა სანათებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას ჰარში გაჩერება შეუძლია.

FLYTE ორი ტექნოლოგიის – მაგნიტური ლევიტაციისა და ინდუქციას შეჯერების შედეგად შექმნეს. ობიექტი, პრაქტიკულად, უწყვეტად და თავისუფლად ბრუნავს სივრცეში. რაც მთავარია ის არ საჭიროებს არანაირ ელემენტს და უკაბელოდ, ინდუქციის საშუალებით, პირდაპირ ჰაერში ანათებს.

FLYTE -ს გააჩნია დახვეწილი დიზაინი, მისი ფუძე მდგრადი მუხისა და კაკლის მასალისგან არის დამზადებული. ის ენერგოეფექტური LED დიოდისგან შედგება, რომელიც 50 000 საათს მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას 11 წლის განმავლობაში, ყოველ დღე შეუძლია მუშაობა. მისი შემქმნელის, სიმონ მორისის განცხადებით, ელექტროენერგიის უკაბელო გზით გადაცემაზე ჯერ კიდევ ნიკოლა ტესლა მუშაობდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. FLYTE -ის გამოყენების პრინციპი მარტივია, ხის ფუძეზე შეხებისას ის ინთება და ქრება და თან ისე, რომ ნათურა ჰაერში რჩება. უფრო მეტიც, ამ ჯადოსნურ სანათს თქვენი მობილურის ელემენტის დატენვაც კი შეუძლია, თუკი მას FLYTE- ის ხის ფუძეზე მოათავსებთ. ნათურა სავარაუდოდ 395 დოლარი ეღირება.

Leave a Reply