შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე

Experto Consulting-ი VERGNET-ს განახლებადი ენერგიის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა VERGNET Group-თან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

კომპანიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე. Vergnet არის წამყვანი გლობალური განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია, რომელსაც მაღალეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი სუფთა ენერგიის პროექტების დასრულებული სახით ჩაბარების გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით.

Vergnet-ი არის ქარის ენერგიის ტურბინების ერთადერთი მწარმოებელი საფრანგეთში. Vergnet-ს, რომელიც დაარსდა 1989 წელს, აქვს 25 წელზე მეტი საინჟინრო გამოცდილება. კომპანიის სათაო ოფისი განლაგებულია საფრანგეთში ორლეანში, გააჩნია 10 ფილიალი და 166 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით, და იგი წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Vergnet-მა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა მისი დაპატენტებული ინოვაციური განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების წყალობით. Vergnet-ი თითოეული პროექტისათვის არჩევს ყველაზე ეკონომიურ გამოსავლებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და მაღალხარისხიან ტექნოლოგიებს.

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი დაფუძნდა 2011 წლის აპრილში. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს. მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა.

Leave a Reply