Author Archives: energy

საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 505,2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნაჩვენებია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკოს ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, მოცემული მაჩვენებელი 21,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მთლიანობაში, საქართველომ 1,706.1 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 30% აზერბაიჯანზე მოდის. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტმა 108.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა კასპიის ზღვაში ახალი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა

გასულ კვირას, კასპიის ზღვაში, ირანმა მძლავრი ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ირანული მედია იუწყება. ობიექტი, სახელად “ჩალუსი”, შემუშავდება ჩრდილოეთ ირანში ახალი ბუნებრივი აირის ცენტრის შესაქმნელად. ის შეავსებს სამხრეთ გაზის კერას, რომელის მთავარი წყაროსაც მძლავრი საბადო – “სამხრეთ პარსი” წარმოადგენს. “ჩალუსის” მთავარი დეველოპერები არიან ირანული Khazar Exploration და Production (KEPCO). პროექტს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას ასევე გაუწევს რუსეთი და ჩინეთი. ...

Read More »

რა დაუჯდა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 6 თვეში?

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $36.4 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტში დახარჯული თანხა 18%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ “საქსტატიდან” აცნობეს, ელექტროენერგიის იმპორტში ყველაზე დიდი თანხა $23.2 მილიონი საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა. $6.7 მილიონით მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან $6.5 მილიონი დაუჯდა. გასული წლის შესაბამის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა: აზერბაიჯანი – $21.6 ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ გემსა და ორ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მოცემულია ერთი რუსული გემი და ორი რუსი ფიზიკური პირი, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ ევროპის ენერგოუსაფრთხოების დაცვის კანონის შესაბამისად. „მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია კვლავაც ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს, მათ შორის სანქციების მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთობის გაიაფება ქართულ ბაზარზე ჯერ არ ასახულა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო დღეებში მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირდა და Brent $66–ის სიახლოვეს, ხოლო WTI — $63–თან ივაჭრება. როგორც „კომერსანტს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ნავთობზე ფასები ბოლო პერიოდში მცირდება, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, თუმცა, მისივე თქმით, სამომავლოდ როგორ გაგრძელდება ტენდენცია, ამის პროგნოზირება რთულია. „ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის შემცირება ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, ეს დამოკიდებული იქნება ევროპის საჭიროებებზე

რუსეთი მზადაა, გააგრძელოს გაზის ტრანზიტი უკრაინაში 2024 წლის შემდეგაც, მაგრამ უნდა გავიგო რამდენს იყიდიან ისინი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა. პუტინის თქმით, მან მერკელი დაარწმუნა, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს შეთანხმებებს უკრაინის ტრანზიტზე მაშინაც კი, როდესაც ის კანცლერის პოსტს დატოვებს. „უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი დამოკიდებული იქნება მიწოდების კონტრაქტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პრესკონფერენციაზე ...

Read More »

SOCAR-მა და BP-მ აბშერონში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და BP–მ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, ჩრდილოეთ  ხალის პერსპექტიულ უბანში  Shallow Water Absheron Peninsula (SWAP)–ში პირველი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაიწყეს. 18 აგვისტოს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში SOCAR–მა და BP–მ აღნიშნეს, რომ ბურღვა 9 აგვისტოს დაიწყეს Satti jack-up მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. „ეს პირველი ჭაბურღილია ამ ტერიტორიაზე. ჭაბურღილის სავარაუდო სიღრმე 2,424 მეტრამდე მიაღწევს, ხოლო ამ ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ზღვაში 15 კილომეტრი დარჩა გასაყვანი. სულ ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ გაზსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვლადიმერ პუტინის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა პოლიტიკური პროცესის ნაწილი არ არის. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

„ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 60,2%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება, იზრდება ასევე მოხმარებაც. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლიში ქვეყანაში გენერირებული იქნა 1239.929 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, ეს კი 22,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივლისში ქვეყანაში გამომუშავებული იქნა 1009.951 მლნ კვტ-სთ დენი. ელექტროენერგიის მზარდ გენერაციაში უდიდესი წვლილი რეაბილიტირებულ „ენგურჰესს“ მიუძღვის. კერძოდ, წელს ივლისში „ენგურჰესმა“ 632.575 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, შარშან ანალოგიურ ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გასული დღის სავაჭრო სესიის შედეგად 0,5%-ით გაიზარდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 0,5%%-ით გაიზარდა და ბარელზე 66,77 აშშ დოლარს შეადგენს. WTI-ის ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,6%-ით გაიზარდა და ბარელზე 63,88 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი 0,58%-ით გაიზარდა და ბარელზე 64,06 აშშ დოლარად ბარდება.

Read More »