საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება, იზრდება ასევე მოხმარებაც.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლიში ქვეყანაში გენერირებული იქნა 1239.929 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, ეს კი 22,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივლისში ქვეყანაში გამომუშავებული იქნა 1009.951 მლნ კვტ-სთ დენი.
ელექტროენერგიის მზარდ გენერაციაში უდიდესი წვლილი რეაბილიტირებულ „ენგურჰესს“ მიუძღვის. კერძოდ, წელს ივლისში „ენგურჰესმა“ 632.575 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 394.772 მლნ კვტ-სთ. ზრდა 60,2%-ია. მთლიან გენერაციაში კი „ენგურჰესის“ წილი 51%-ს აღემატება.
გენერაციასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც. „ესკოს“ სტატისტიკით, 2021 წლის ივლისში ქვეყანამ სულ მოიხმარა 1258.080 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, 2020 წლის ივლისში კი 993.746 მლნ კვტ-სთ.
წყარო: bpn