რა დაუჯდა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 6 თვეში?

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $36.4 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტში დახარჯული თანხა 18%-ით გაიზარდა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ “საქსტატიდან” აცნობეს, ელექტროენერგიის იმპორტში ყველაზე დიდი თანხა $23.2 მილიონი საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა. $6.7 მილიონით მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან $6.5 მილიონი დაუჯდა.

გასული წლის შესაბამის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა:

  • აზერბაიჯანი – $21.6 მილიონი
  • რუსეთი – $9.2 მილიონი.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply