მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 505,2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
აღნიშნული ნაჩვენებია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკოს ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, მოცემული მაჩვენებელი 21,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მთლიანობაში, საქართველომ 1,706.1 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 30% აზერბაიჯანზე მოდის.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტმა 108.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც 6.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ნინო სამადაშვილი