Author Archives: energy

OPEC+-ის შეხვედრა იქნება უფრო დიდი შოკი იქნება სანავთობო ბაზრისთვის, ვიდრე ქარიშხალი “იდა”

ქარიშხალი “იდას” გამო, მექსიკის ყურეში ნავთობის წარმოება 28 აგვისტოს მდგომარეობით 91%-ით შემცირდა. გარდა ამისა, გაზის წარმოება 85%-ით არის შემცირებული. ყურეში მოქმედი კომპანიები იძულებულნი გახდნენ 279 საწარმოო პლატფორმიდან პერსონალის ევაკუაცია განეხორციელებინათ. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ფასების ჩამოყალიბებაზე აღნიშნული დიდ გავლენას არ მოახდენს: “ამ მოცულობას არ შეიძლება ვუწოდოთ მნიშვნელოვანი მსოფლიო მოხმარებისთვის. გარდა ამისა, ქარიშხალი არის მოკლევადიანი ფაქტორი, რომელიც ზრდის ფასებს” – აცხადებენ ისინი. გაცილებით ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთებს აკრძალავს

BBC-ის წყაროების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა აკრძალოს პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთების გამოყენება. ჯორჯ ეუსტისმა (გარემოს დაცვის მდივანმა) აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა პლასტმასით გამოწვეული, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები და შესაბამისად, მსგავსი ზომების მიღება სწორი და ძალიან დროულიც: “აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი პარკებისა და მწვანე სივრცეების ​​დაუდევრად მოფენილი პლასტმასისაგან გასუფთავებაში”. ხსენებული კანონი ხელს შეუწყობს შეაჩეროს პლასტმასის არასაჭირო გამოყენება, რომელიც საფრთხეს ...

Read More »

Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა

ჩინურმა ელექტრტექნიკის მწარმოებელმა Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს. Xiaomi-მ სტარტაპი Deepmotion 77.37 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. კომპანიის მიზანია გააძლიეროს საკუთარი ელექტრული ავტომობილის (EV) ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობა. მარტში, Xiaomi-მ დაანონსა, რომ ელექტრომობილების წარმოებას იწყებს და პროექტი მომავალი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. აღნიშნული პროქეტის მიზნით კომპანიამ  10 მილიარდი დოლარი გამოყო. Deepmotion პეკინში დაფუძნდა და სპეციალიზირებულია 3D რუქაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტონომიური მართვის ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

10 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო ირანში ნავთობის მოპოვების გასაზრდელად

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირის” ცნობით, ირანის ნაციონალურ ნავთობკომპანიას სჭირდება 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სანავთობო მრეწველობის დანგრეული აღჭურვილობის შესაკეთებლად, ”პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ნავთობის მოპოვების გაზრდა, თუ არ მოვახდენთ ნავთობმომპოვებელი სექტორის მწყობრიდან გამოსულ მანქანებსა და მექანიზმებს, მათ შორის ტუმბოებს, კომპრესორებსა და საბურღ დანადგარებს,”- აღნიშნა სეიედ მეხდი ჰოსეინმა. მან დაამატა, რომ ირანის სანავთობო მრეწველობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, როდესაც შეერთებულმა ...

Read More »

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს

ელექტრო ავიაციის სექტორს პირველი მილიარდერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო საჰაერო ტაქსების ინდუსტრია მხოლოდ რამდენიმე წელია რაც ჩამოყალიბდა, Joby Aviation-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯობენ ბევირტი უკვე მილიარდერთა სიაშია. Joby Aviation-ი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის აქციის ფასიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე $10.90-ია, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება მისი დამფუძნებლის ქონებას, 47 წლის ბევირტი $1.08 მილიარდს ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

აზერბაიჯანის შემოსავლებმა მაგისტრალური მილსადენებიდან წლის პირველ ნახევარში 880 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირის” ცნობით, აზერბაიჯანის შემოსავლებმა მაგისტრალური მილსადენების საქმიანობიდან 2021 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 1 მილიარდ 506.453 მილიონი მანეთი (886.1 მილიონი აშშ დოლარი). მაჩვენებელი 20,9% -ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კერძოდ, შემოსავლებმა მაგისტრალური ნავთობსადენებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ჩათვლით, შეადგინა 633 მლნ 343,6 ათასი მანეთი (372,6 მლნ აშშ დოლარი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს შემოსავლების ოდენობა შემცირდა 8.2%-ით. აზერბაიჯანის მაგისტრალური ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla ინდოეთის ბაზარზე ოფიციალურ დებიუტს უახლოვდება

Tesla ინდოეთში ოფიციალურ დებიუტთან უფრო ახლოსაა. კომპანიამ სამხრეთ აზიის ქვეყანაში ელექტრომობილების ოთხი მოდელის დამზადებაზე და იმპორტზე მიიღო ნებართვა. Tesla-ს ავტომობილები, როგორც სატრანსპორტო საშუალება, ინდოეთში უკვე სერტიფიცირებულია, ნათქვამია ქვეყნის საგზაო ტრანსპორტისა და გზატკეცილების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”ტესტები უზრუნველყოფს მანქანის თავსებადობას ინდოეთის ბაზრის მოთხოვნებთან, გამონაბოლქვის, უსაფრთხოების და საგზაო ღირებულების თვალსაზრისით”, – ნათქვამია საიტზე. კომპანიის ფანკლუბმა ამ განვითარების შესახებ Twitter-ზე გამოაქვეყნა და ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

უნგრეთი „გაზპრომთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს

უნგრეთი „გაზპრომთან“ გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, რუსულ ენერგო კომპანიასთან ხელშეკრულება 15 წლის ვადით სექტემბრის ბოლოს დაიდება და პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში. ხელშეკრულების მიხედვით, „გაზპრომი“ უნგრეთში ყოველწლიურად 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს განახორციელებს. ბუნებრივ აირს უნგრეთი სერბეთის გავლით მიიღებს. სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი ბუნებრივ აირს 1995 წლის ხელშეკრულებასთან შედარებით იაფად ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 600 დოლარს გადააჭარბა

სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 600 აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

საქართველოში საწვავი, განსაკუთრებით კი, დიზელი, 100%-ით ძვირი ღირს, ვიდრე მოსაზღვრე აზერბაიჯანში. მართალია, ეს ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა და ფასიც დიდწილად ამით არის განპირობებული. ფასების ასეთი მკვეთრი სხვაობა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის წინაპირობას ქმნის, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლებელია.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანიდან აღურიცხავი საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის შემოტანის ფაქტები გახშირდა. ,,აზერბაიჯანიდან არალეგალური დიზელის საწვავის შემომტანი არიან ...

Read More »