დიდი ბრიტანეთი პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთებს აკრძალავს

BBC-ის წყაროების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა აკრძალოს პლასტმასის ერთჯერადი მოხმარების ნივთების გამოყენება.
ჯორჯ ეუსტისმა (გარემოს დაცვის მდივანმა) აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა პლასტმასით გამოწვეული, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები და შესაბამისად, მსგავსი ზომების მიღება სწორი და ძალიან დროულიც: “აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი პარკებისა და მწვანე სივრცეების ​​დაუდევრად მოფენილი პლასტმასისაგან გასუფთავებაში”.
ხსენებული კანონი ხელს შეუწყობს შეაჩეროს პლასტმასის არასაჭირო გამოყენება, რომელიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ გარემოს.
აკრძალვის კანონის მიღებას შესაძლებელია ერთი წელი დასჭირდეს. იგი ძალაში 2023 წლის აპრილისთვის შევა. თუმცა, კამპანიის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, უფრო სწრაფად იმოქმედონ და დააჩქარონ კანონის ძალაში შესვლა.

Leave a Reply