ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

აზერბაიჯანის შემოსავლებმა მაგისტრალური მილსადენებიდან წლის პირველ ნახევარში 880 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირის” ცნობით, აზერბაიჯანის შემოსავლებმა მაგისტრალური მილსადენების საქმიანობიდან 2021 წლის პირველ ნახევარში შეადგინა 1 მილიარდ 506.453 მილიონი მანეთი (886.1 მილიონი აშშ დოლარი). მაჩვენებელი 20,9% -ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კერძოდ, შემოსავლებმა მაგისტრალური ნავთობსადენებიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ჩათვლით, შეადგინა 633 მლნ 343,6 ათასი მანეთი (372,6 მლნ აშშ დოლარი). გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს შემოსავლების ოდენობა შემცირდა 8.2%-ით.

აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენების საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 873 მლნ 109.9 ათასი მანეთი (513.6 მლნ აშშ დოლარი), ზრდა – 49%-ით.

Leave a Reply