Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა

ჩინურმა ელექტრტექნიკის მწარმოებელმა Xiaomi-მ ელექტრომანქანების ავტომატური მართვის სტარტაპი შეიძინა.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს.

Xiaomi-მ სტარტაპი Deepmotion 77.37 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. კომპანიის მიზანია გააძლიეროს საკუთარი ელექტრული ავტომობილის (EV) ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობა.

მარტში, Xiaomi-მ დაანონსა, რომ ელექტრომობილების წარმოებას იწყებს და პროექტი მომავალი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. აღნიშნული პროქეტის მიზნით კომპანიამ  10 მილიარდი დოლარი გამოყო.

Deepmotion პეკინში დაფუძნდა და სპეციალიზირებულია 3D რუქაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტონომიური მართვის სისტემებში ინტერნეტით დაკავშირებული მანქანებისთვის.

წყარო: report.ge

Leave a Reply