Author Archives: energy

„თბილისი ენერჯიმ“ ვიდეო კამპანია – „აცრა გვიცავს კოვიდით სიკვდილისგან“ დაიწყო

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ ვაქცინაციის მასშტაბური ვიდეო კამპანია დაიწყო. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროცესი და როგორ იმუშავებს კომპანია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ შპს „თბილისი ენერჯის“ გენერალურ დირექტორს, მამუკა კობახიძეს ესაუბრა. – როგორც ცნობილია, კომპანია „თბილისი ენერჯიმ” ვაქცინაციის მასშტაბური კამპანია დაიწყო. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი? – პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რადგან დაახლოებით 2 ათასამდე თანამშრომლიდან 45 პროცენტი უკვე აიცრა. ისინი აცრაზე ყოველდღიურად რეგისტრირდებიან. ამის პარალელურად, დავიწყეთ ...

Read More »

მსოფლიო ნავთობის წარმოება ივლისში 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და 96,7 მილიონ ბარელი შეადგინა

ივლისში ნავთობის მსოფლიო წარმოება ივნისთან შედარებით 1,7 მილიონი ბარელით გაიზარდა და მთლიანობაში დაახლოებით 96,7 მილიონ ბარელამდე შეადგინა, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში. ”ნავთობის გლობალური მიწოდება ივლისში გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით – 96,7 მილიონ ბარელამდე მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა შეწყვიტა დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება და დასრულდა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები ჩრდილოეთ ზღვაში” – აღნიშნულია მოხსენებაში. გლობალური წარმოება მომავალ თვეებში გაიზრდება მას ...

Read More »

რუსეთში გათხევადებული აირის ფასები სწრაფად იზრდება

გასული კვირას, “გაზპრომის” ურენგოისკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რუსეთის შიდა ბაზარზე გათხევადებული ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მაღალი ფასები დაფიქსირდა ქვეყნის ბაზარზე. შემთხვევამ გამოიწვია ნედლეულის გადაზიდვის შეჩერება სურგუტის საწარმოდან, რომელიც ხსენებული პროდუქტის უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში. იგი აწარმოებს თვეში 150 ათას ტონას გათევადებულ ბუნებრივ აირს და აწვდის რუსეთის ბაზარს, რომლის მთლიანი მოცულობის დაახლოებით ...

Read More »

3 ლარი – ფსიქოლოგიური ნიშნული რეგულარის მარკის ბენზინმაც გადალახა

საქართველოში ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე ყველაზე იაფი რეგულარის მარკის ბენზინის ფასმა ახალი ფსიქოლოგიური ნიშნული – 3–ლარიანი ზღვარი გადალახა. შედარებით დაბალი ფასის გამო რეგულარზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია და მისი წილი ბენზინის იმპორტსი 65%-ს აჭარბებს. ბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ფასი 2.93-დან 3.03 ლარამდე მერყეობს, პრემიუმის 3.05-დან 3.15 ლარამდე, სუპერის ფასი 3.14 ლარიდან იწყება და 3.23 ლარზე ადის. დიზელის ფასი კი 2.85-დან 2.95-ის ფარგლებში ...

Read More »

ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ცნობით, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან შავ ზღვაში სულ მცირე 100 ტონა ნავთობი ჩაიღვარა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზედაპირზე მოტივტივე ჩაღვრილი ნავთობის ზოლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ, საქმის შესწავლა დაიწყეს. რუსეთის პროკურატურის ცნობით, სწავლობენ საკურორტო ქალაქ ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის სანაპირო ზოლს. ამ ზონის პლაჟები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს დამსვენებლებს შორის. გაჟონვა ქალაქ ნოვოროსიისკის პორტში, ...

Read More »

OPEC-მა აზერბაიჯანული ნავთობის წარმოების პროგნოზი გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC)  აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და დღიური წარმოების ზღვარმა 0.73 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 0.05 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის აგვისტოს მოხსენებაშია ნათქვამი. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0.05 მილიონი ბარელით შემცირდა და 0.59 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. წელს აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა ...

Read More »

მესი PSG-სგან ანაზღაურების მნიშვნელოვან ნაწილს კრიპტოვალუტაში მიიღებს

PSG-ს ახალწვეული ფეხბურთელი ლიონელ მესი პარიზის კლუბში ხელფასის მნიშვნელოვან ნაწილს კრიპტოვალუტით მიიღებს. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. შემოსავლის რა ნაწილს მიიღებს მესი კრიპტოვალუტის სახით ცნობილი არ არის, მაგრამ გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ საუბარი საკმაოდ დიდ პროცენტზეა. აღსანიშნავია, რომ PSG-ს ს საკუთარი კრიპტოვალუტა – PSG Fan Token აქვს. მათ კლუბი აძლევს გულშემატკივრებს სხვადასხვა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის, კრიპტოვალუტის გაყიდვა შესაძლებელია ბირჟაზეც. ამჟამად, მისი ...

Read More »

ერაყი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 8 მლნ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ერაყი აპირებს 2027 წლისათვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”სამინისტრო გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში  2027 წლის ბოლომდე,” – განუცხადა მან ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA-ს. თუმცა, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ასემ ჯიჰადის თქმით, მოპოვების დონე დამოკიდებული იქნება ბაზრის დინამიკაზე. ”გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დადგა სანავთობო ბაზარი, მწარმოებელმა ...

Read More »

განახლებული ლამბორჯინი ჰიბრიდული ძრავით გამოვა

ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა განახლებული „სუპერქარის“, Lamborghini Countach-ის წარდგენა დააანონსა. კომპანია ლაკონიური განცხადებით შემოიფარგლა: „მომავალი ჩვენი მემკვიდრეობაა. ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება. მოემზადეთ…“ განცხადებას თან ერთვის რამდენიმეწამიანი ვიდეო, შემდეგი ტექსტით: „რას ხედავ? ახალ პოსტერს, რომელსაც კედელზე გააკრავ თუ ოცნებას, რომელიც ხელახლა დაიბადა? ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება“. ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსიის წარდგენამ მსოფლიოს გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია. ავტორიტეტული გამოცემები იუწყებიან, ...

Read More »

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი

“ნათობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) უცვლელი დატოვა 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი. კერძოდ,  მოსალოდნელია მისი ზრდა 6 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო მომავალ წელს – 3.3 მილიონი ბარელით. “ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება დაახლოებით 6 მილიონი ბარელით/დღეში 96,6 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – ნათქვამია კარტელის მოხსენებაში. ოპეკმა ასევე გააუმჯობესა ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციის გარეთ მყოფ ქვეყნებში 2021 და ...

Read More »