Author Archives: energy

დღეს “რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, — ამ სახელმწოდებით დღეს, 12 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები, — „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „მწვანეები“ და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის. ორგანიზატორების განცხდებით, აქციაზე მისვლით მოქალაქეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას, ვისაც კვირას, 11 აპრილს, პოლიციამ კარვები დაუშალა. „მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო – ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვდენ

გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა საკუთარი ავტომობილებით გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ გზას იმ შემთხვევაში გახსნიან, თუ მათ სოფელ ნამახვანში წასვლის საშუალებას მისცემენ, რათა საკუთარი ნივთები აიღონ და კარვები სხვა ლოკაციაზე გადაიტანონ. პარალელურად, სამართალდამცველები კარვებს იღებენ სოფელ ნამახვანში. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის ...

Read More »

ბუნებრივი აირის ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა

ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასებმა ახალი რეკორდი დაამყარა და 2018 წლის შემოდგომის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. აღნიშულის შესახებ “კომერსანტი” იუწყება. საგულისხმოა ისიც, რომ ანალიტიკოსები ტენდენციის შენარჩუნებას წლის ბოლომდე ელიან. აპრილის დასაწყისისთვის, ევროპულ ბაზარზე ათასი კუბური მეტრი გაზის საშუალო ფასი 250 დოლარს აჭარბებს. ჰოლანდიური TTF ვაჭრობს ფიუჩერსებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდების თარიღით, რომლის ღირებულებაც 21 ევროა ერთ მეგავატ საათში. ექსპერტები დარწმუნებულნი ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მსოფლიოში განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა გამომუშავდა

2020 წელს განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა შეიქმნა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდანაა ჩადებული. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროების (RES), ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის, წილმა 2020 წელს შეადგინა ახალი ელექტროენერგიის გამომუშავებელი სიმძლავრეების 82%, ხოლო წინა წლის 73%. ახალი განახლებადი სიმძლავრის ნახევარზე მეტი დამონტაჟდა ჩინეთში – 136 GW. 2020 წლის ბოლოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების სიმძლავრეების ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

უზრუნველყოფს თუ არა “ნამახვანჰესი” ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო ტარიფს?

„ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ტარიფი – 5.3 აშშ ცენტი იქნება. „ნამახვანჰესის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება

9 აპრილს საერთაშორისო დიპლომატებმა შეაფასეს ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იყო 2015 წელს ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებისკენ პირველად მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა აშშ-ი. მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო „კონსტრუქციული“ და უზრუნველყოფდა „პოზიტურ იმპულსს“. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ...

Read More »

“ენგურჰესი” სავარაუდოდ 1-ელ მაისს ამუშავდება

“ენგურჰესის” ხელმძღვანელის ლევან მებონიას განცხადებით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს და “დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა. რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავება წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება.

Read More »

EIA გაასაჯაროვა აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პირველი კვარტალის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური  მოპოვების პროგნოზი არ შეცვალა. EIA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება  750 ათასი ბარელია დღე/ღამეში დაგეგმილი. ეს   მარტის თვის პროგნოზის ანალოგიურია. ასევე, ეს პროგნოზი 20 ათასი ბარელით ანუ 2.6% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 60 ათასი ბარელით მეტია ანუ 8,7% -ით. პროგნოზირებულია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება

თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება. განათება ჯერ სანთლებით, შემდგომ კი ნავთისა და გაზის ფანრების საშუალებით ხორციელდებოდა, რომლებიც თუჯის ბოძებზე იყო დამაგრებული. იმ პერიოდის თბილისში ფუნქციონირებდა სადენებისა და ელექტრომოწყობილობების ორი მთავარი მიმწოდებელი კომპანია: „სიმენსი და ჰალსკე” და „შუკერტი და კომპანია”. „სიმენსის” პირველი ფილიალი მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით, პირველად თბილისში, 1860 წელს გაიხსნა და მას კომპანია „სიმენსის” დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის ...

Read More »