ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება

9 აპრილს საერთაშორისო დიპლომატებმა შეაფასეს ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იყო 2015 წელს ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებისკენ პირველად მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა აშშ-ი. მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო „კონსტრუქციული“ და უზრუნველყოფდა „პოზიტურ იმპულსს“.

ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის, რუსეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მიერ 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) კომისიამ მოისმინა ინფორმაცია ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნისა და ბირთვული პროგრამის რეალიზების საკითხებზე მომუშავე ორი საექსპერტო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეხვედრის მონაწილეები გამოთქვამენ მზადყოფნას გაგრძელდეს აღნიშნული დიპლომატიური ძალისხმევა“. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი, ჟოზეპ ბორელი გააგრძელებს ინდივიდუალურ კონტაქტებს აშშ-თან და ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) ყველა მონაწილესთან.

საექსპერტი ჯგუფები კი, განცხადების თანახმად, მომდევნო კვირის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას.

ვენაში დაწყებულ მოლაპარაკებას ბიძგი მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მიანიშნა, რომ მზადაა განაახლოს თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიტოვებული შეთანხმება, მაგრამ მისი მთავრობა აცხადებს, რომ მანამდე ირანი უნდა დაუბრუნდეს ბირთვულ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

თეირანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში და მანამ არ გადადგამს არავითარ ნაბიჯს, სანამ ვაშინგტონი უარს არ იტყვის თეირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply