აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვების პროგნოზი არ შეცვალა.
EIA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 750 ათასი ბარელია დღე/ღამეში დაგეგმილი. ეს მარტის თვის პროგნოზის ანალოგიურია.
ასევე, ეს პროგნოზი 20 ათასი ბარელით ანუ 2.6% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 60 ათასი ბარელით მეტია ანუ 8,7% -ით.
პროგნოზირებულია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 2021 წელს იქნება 750 ათასი ბარელი. წინა პროგნოზით ეს მაჩვენებელი 770 ათას ბარელს შეადგენდა.