ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

უზრუნველყოფს თუ არა “ნამახვანჰესი” ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო ტარიფს?

„ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ტარიფი – 5.3 აშშ ცენტი იქნება.

„ნამახვანჰესის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში.

სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – ფასები მერყეობს 7.8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9-11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში, რაც 50-დან 100%-მდე მეტია „ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილ ფასზე.

წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply