Author Archives: energy

სემეკმა მოქალაქეებს 240 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 240 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომლებიც ძირითადად, ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მთლიანობაში მოქალაქეებს ჩამოაწერეს  241 672. ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი. აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია ...

Read More »
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების განხორციელება რიგ შემთხვევებში დაკავშირებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების გეგმურ შეწყვეტასთან, რის შესახებაც კომპანია აკეთებს შესაბამის განცხადებებს მედიასაშუალებების, საკუთარი ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. ”კომპანია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ახდენს მოსახლეობის შესაბამისი ნაწილის ინფორმირებასაც. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან უხეში და უნებართვო ჩარევა ...

Read More »
"ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები"

“ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები”

ამის შესახებ “Caspian Energy”-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ” საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა. მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ...

Read More »
"სამხრეთის გაზის დერეფნის" აქციონერთა გეგმით დამატებით 2 მლრდ-ის მოზიდვა მოხდება

“სამხრეთის გაზის დერეფნის” აქციონერთა გეგმით დამატებით 2 მლრდ-ის მოზიდვა მოხდება

სამხრეთის გაზის დერეფნის აქციონერთა გეგმით, პროექტის დასაფინანსებლად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებით 2 მლრდ დოლარის მოზიდვა მოხდება და ეს პროცესები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. როგორც განაცხადეს, თანხების მოზიდვა მოხდება 20 წლიანი ვადით, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით. “სამხრეთის გაზის დერეფანი” არის ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე. პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ...

Read More »
"TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის"

“TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის”

საქართველოს პრემიერი ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობით ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს გაძლიერებას ელის, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში 6-დან 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის, როლი ...

Read More »
შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე

Experto Consulting-ი VERGNET-ს განახლებადი ენერგიის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება

ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა VERGNET Group-თან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. კომპანიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, Experto Consulting-ი ხელს შეუწყობს ჯგუფის „ნოუჰაუს“ პოპულარიზაციას და კომპანიის დამკვიდრებას საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარზე. Vergnet არის წამყვანი გლობალური განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების მომწოდებელი კომპანია, რომელსაც მაღალეფექტიანი, საიმედო და ხელმისაწვდომი სუფთა ენერგიის პროექტების დასრულებული სახით ჩაბარების გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. Vergnet-ი არის ქარის ენერგიის ტურბინების ერთადერთი მწარმოებელი ...

Read More »
იაპონიაში „ჭკვიან“ მეგაპოლისს ააშენებენ

იაპონიაში „ჭკვიან“ მეგაპოლისს ააშენებენ

2018 წლისთვის იაპონიის ქალაქ იოკოჰამასთან ახლოს ხელისუფლება „ჭკვიან“ მეგაპოლისს ცუნაშიმას ააშენებს. პროექტის რეალიზაციაში იაპონიის 10 მსხვილი კორპორაცია მიიღებს მონაწილეობას. ქალაქში სამეცნიერო ლაბორატორიები, კეიოს უნივერსიტეტის სტუდენტური კამპუსები, სავაჭრო ცენტრი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, ქალაქში განთავსდება „ენერგოცენტრი“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებას უზრუნველყოფს და მთელს ქალაქს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით მოამარაგებს, რისი წყალობითაც 40%-ით შემცირდება გამონაბოლქვი, 30%-ით კი წყლის მოხმარება. რაც შეეხება ბუნებრივ ...

Read More »
"სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა"

“სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა”

ენერგეტიკის სამინისტრო შპს “გასკო პლუსის“ მიერ სენაკში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდას ეხმაურება. ენერეგტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ სივრცეს, რის საფუძველზეც ეს კომპანია ოპერირებს ამ ქალაქში. “სენაკში ტარიფების გაზრდას არ აქვს არანაირი წინაპირობა და კომპანიამ უნდა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, არ უნდა მოხდეს მოსახლოებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაძვირება. იმ შემთხვევაში თუ შ.პ.ს „გასკო პლუსი“ ამ ...

Read More »
ნიდერლანდებში ბენზინსა და გაზზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ

ნიდერლანდებში ბენზინსა და გაზზე მომუშავე ავტომობილებს აკრძალავენ

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა „ლეიბორისტთა პარტიის“ ინიციატივას, რომლის თანახმად, 2025 წლიდან ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება. მიმდინარე თვის დასაწყისში „ლეიბორისტებმა“ ასევე წარადგინეს პროექტი, რომელიც მომდევნო 14 წლის განმავლობაში არაეკონომიური ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა. 2013 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ შეთანხმებას 40 ორგანიზაციასთან „მწვანე ენერგიის“, მავნე გამონაბოლქვის შემცირებისა და ეკოლოგიური სახლების მშენებლობის პროპაგანდის თაობაზე. წყარო: bpn.ge

Read More »
სოკა

SOCAR-მა აჭარაში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მაღალი წნევის გაზსადენის  მილების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენით სამუშაოებს  „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზისმიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება. 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები 3 დღე გაგრძელდა. “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით ...

Read More »