სამხრეთის გაზის დერეფნის აქციონერთა გეგმით, პროექტის დასაფინანსებლად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებით 2 მლრდ დოლარის მოზიდვა მოხდება და ეს პროცესები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
როგორც განაცხადეს, თანხების მოზიდვა მოხდება 20 წლიანი ვადით, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
“სამხრეთის გაზის დერეფანი” არის ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე.
პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს.
მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 125 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
წყარო: ენერგოპლატფორმა